ეკონომიკა
10 პროდუქტი, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%-ი ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 % შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.3 %-ით განისაზღვრა.
გთავაზობთ იმ 10 პროდუქტის ჩამოათვალს, რომელიც ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- სიმინდის ფქვილი - 76.1%-ით
- შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 39.8 %-ით
- ვაფლი კრემით - 39.3%-ით
- ნამცხვარი - 38.6%-ით
- მანდარინი - 36.7%-ით
- ხორბლის ფქვილი - 36%-ით
- მარგარინი - 35.6%-ით
- სულგუნი - 34.6%-ით
- მდოგვი - 34.2%-ით
- ვერმიშელი - 30.4%-ით
Տարածեք :