სამართალი
ნინოწმინდა-ორლოვკის გზის მონაკვეთზე ავტომობილი გადაბრუნდა
ნინოწმინდა-ორლოვკის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ლიპყინულის გამო მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და გადაბრუნდა. nor.ge-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტომობილის მეპატრონეს გამვლელი მძღოლები დაეხმარნენ და მანქანა გზის სავალ ნაწილზე დააბრუნეს.
აღსანიშნავია, რომ ორლოვკა-სპასოვკის საბაჟო პუნქტამდე მისასვლელი გზის მონაკვეთი, ყოველ დილით მოყინულია. თოვლის თხელი ფენა კი მოძრაობას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. nor.ge-ს ინფორმაციით, ეს გზა მარილითა და ქვიშით ამ დრომდე არ არის დამუშავებული.
ამავე თემაზე:
ავარია აწყურში;
ხაშური-ბორჯომის გზაზე, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
Տարածեք :