ქართული კრიტიკული მედიის პროტესტი
დღეს, 14 იანვარს, 17:00-დან 20:00 სთ-მდე ქართული კრიტიკული მედიის 45-მდე წარმომადგენელმა მაუწყებლობა შეაჩერა. შეჩერების მიზეზი პროტესტის გამოხატვა იყო იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ზოგადად დღეს ქვეყანაშია. კონკრეტულად კი, ქართული კტირიკული მედიის სიჩუმის სამი საათი ეს არის სოლიდარობა და წინააღმდეგობაც მზია ამაღლობელს ციხეში გაშვების გამო.
ყველა მათგანი მაყურებლის წინაშე დღეს, 17:00 საათზე მხოლოდ ერთი ფორმით წარდგა: კრიტიკული მედიის ეკრანებზე, გამოცემების ვებსაიტებსა და სოციალური ქსელის გვერდებზე შავი ფონი გაჩნდა წარწერით: "ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე, თავისუფლება, სოლიდარობა მზია ამაღლობელს".
ამ გადაწყვეტილებით მედიამ მოქალაქეებს უჩვენა, თუ როგორი შეიძლება იყოს რეალობა კრიტიკული მედიის გარეშე.
გაფიცვას უერთდებოდნენ:
„ფორმულა“;
„ტვ პირველი“;
„მთავარი არხი“;
„ტვ პალიტრა“;
„ტვ კავკასია“;
BMG;
„ნეტგაზეთი“;
„ბათუმელები“;
„პუბლიკა“;
„ინდიგო“;
„ჯემნიუსი“;
„სტუდია მონიტორი“;
„მთის ამბები /საქართველოს ამბები“;
„მედიაჩეკერი“;
Chai Khana;
„ტაბულა“;
On.ge;
OC Media;
„მედია აპრილი“;
Civil.ge;
„პროექტი 64“;
„რეალპოლიტიკა“;
„რადიო მარნეული“;
Qartli.ge;
„აი, ფაქტი“;
„მაუწყებელი“;
TOK TV;
,,მეცხრე არხი ახალციხე"
„ფორბს-საქართველო“;
„სამხრეთის კარიბჭე“;
„აგროგარემო TV“;
„ოდიში TV“;
„რადიო ოდიში“;
„იმერვიზია TV“;
„გურია TV“;
„მეცხრე ტალღა“;
JRC;
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ - GARB;
„აქცენტი“;
„აჭარა თაიმსი“;
TV 25;
„TV მონიტორინგი“;
„ჩემი ხარაგაული“;
CNews Exclusive.