10 ივნისის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში არსებული 250 სასტუმროდან შემოწმების თაობაზე განაცხადი 56-მა შეავსო, 22-მა კი შემოწმების გადავადება მოითხოვა. შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა რეგიონში სულ 21 სასტუმრო შეამოწმეს, მათგან დადებითი პასუხი მხოლოდ 11-მა მიიღო. რაც შეეხება ახალციხეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემოწმდა 8 სასტუმრო და მათი ნახევარი დადებითად შეფასდა.