რომელი ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება 2017 წელს ახალციხეში?
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ქალაქ ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 583 460 ლარი დაიხარჯება.
2017 წელს, აღნიშნული თანხით, 25 ქუჩაზე ასფალტის საფარისა და სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება.
გათვალისწინებულია დაზიანებული სახურავებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე სოლარული ფერმა მოეწყობა, რაც მზის ენერგიის ხარჯზე, ელექტროენერგიის დაზოგვას გულისხმობს.
მესხეთის, წერეთლის, ბაღინაშვილის ქუჩების ასფალტობეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობა 130 000 ლარი;
გორგასლის, ზედგინიძის, სამსონიძის ქუჩების ასფალტობეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობა 162 000 ლარი;
ქეთევან დედოფლის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, დემეტრე II თავდადებულის, ათონელის, მაისურაძის, ჯავახიშვილის, ჯანაშიას, მღვდელი თევდორეს და წიქვაძის ქუჩების ასფალტობეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობა 750 000 ლარი;
შალვა ახალციხელის, გამრეკელის, რუსთაველის, კანანელის და ილია მართლის ქუჩების ასფალტობეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობა 394 260 ლარი;
ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე ასფალტობეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობა 125 000 ლარი;
გვარამაძის ქუჩაზე ასფალტობეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობა 170 000 ლარი;
ქუჩების მოვლა–შენახვა 150 000 ლარი;
კოსტავას ქუჩის N12, N18, N77, N 41, N 43, N45–ში ეზოების რეაბილიტაცია და ტროტუარების მოწყობა 370 000 ლარი;
დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია 100 000 ლარი;
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე 37,5 კვტ საპილოტე სოლარული ფერმის მოწყობა 232 200 ლარი.