როგორ გაეზრდებათ პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება
2020 წლის იანვრიდან პროფესიული განათლების ყველა მასწავლებელს საათობრივი ანაზღაურება ეზრდება.
ყოველთვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე - სრული დატვირთვის შემთხვევაში აქამდე ხელფასი შეადგენდა 1300 ლარს, ცვლილების შედეგად სრული დატვირთვის დროს ხელფასი დაახლოებით 1800 ლარამდე გაიზრდება.
საათობრივი ანაზღაურების ზრდა შეეხება 2500-ზე მეტ მასწავლებელს, რომლებიც დასაქმებულები არიან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით.
პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
პროფესიული განათლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია 2020 წლის ბიუჯეტში.
პროფესიული განათლების განვითარებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 2020 წელს 2013 წელთან შედარებით 57 მლნ ლარით გაიზარდა.