განათლება
ბორჯომელი მოსწავლეები ფონდ „გურული დღიურების“ სტიპენდიას მიიღებენ
ბორჯომის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები - სალომე ციხელაშვილი და ნინო გელაშვილი ფონდ „გურული დღიურების“ სტიპენდიატები გახდნენ. ამის შესახებ ეროვნული ბიბილიოთეკის დირექტორმა და ფონდის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.
„გამორჩეული მოსწავლეები, დღეიდან ჩვენი ფონდის სტიპენდიატები არიან. ვამაყობთ და გვიხარია. ამჯერად ჩვენი ძველი მეგობარი, ავსტრალიაში მცხოვრები ქართველი, ირაკლი კაპანაძე დაგვიდგა გვერდით, რომელსაც ამ და სხვა შესანიშნავი საქმეებისთვის, სპეციალური მადლობა ეკუთვნის“.
ფონდი სტიპენდიას უნიშნავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებსაც ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ.
მისი მიზანია განათლების დონის ამაღლება საქართველოს რეგიონებში. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს სკოლის წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები. ასევე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები.
გააზიარეთ :