საქართველოში 76 969 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს
2022 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში სტატუსი 76 969 სტუდენტს აქვს შეჩერებული, მათგან ფინანსური დავალიანების გამო, 30 393 სტუდენტს, - ამის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე განაცხადა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა, იყოს სტუდენტის პირადი განცხადება, მიზეზის მითითების გარეშე. ამასთან, ფინანსური დავალიანება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ორსულობა, მშობიარობა, საზღვარგარეთ სწავლება, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გასული წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში სტატუსი 76 172 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული.