რამდენმა მშობელმა მოითხოვა ონლაინსწავლების რეჟიმი 24-31 მარტის პერიოდში?
24-31 მარტის შუალედში ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 1246 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) განმარტებით, 24-31 მარტის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 5925-მა მშობელმა გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ ჯამში, ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა რაოდენობა 624 000-ია.