ახალციხის საგამოცდო ცენტრში ეროვნულების ბოლო დღეს, 100 პროცენტიანი დასწრება დაფიქსირდა. ტესტირებაზე სულ 14 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან გამოცდაზე 14–ვე აბიტურიენტი გამოცხადდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის საგნით დასრულდა. გამოცდა ერთ სესიად გაიმართა, რომელიც 3 საათსა და 40 წუთს მოიცავდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 22 დღე გაგრძელდა, გამოცდები აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლებმა ჩააბარეს.
ახალციხეში მხოლოდ ერთი დარღვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც გამოცდიდან ერთი პედაგოგი მოიხსნა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან გახდება ცნობილი.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.
|