ველოდებით, რომ მაისში რეაბილიტაცია დასრულდება – ალექსანდრე ჯეჯელავა პირველ სკოლაზე
13:38 / 20.04.2017
ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაციის დასრულებას მაისის თვეში ველოდებით – ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მესხეთში ვიზიტის დროს გააკეთა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მშენებლობა დროში გაჭიანურდა, თუმცა კონტრრაქტორები ირწმუნებიან, რომ მუშაობას მაისის თვეში დაასრულებენ.
"მოგეხსენებათ, რომ კონტრაქტორების შერჩევა ხდება ტენდერით და სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორები ან ისეთი კომპანიები, ვისაც არ აქვს საკმარისი გამოცდილება ახერხებენ ასეთი კონკურსების მოგებას, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამჯერად დაპირება იქნება შესრულებული და მაისში მშენებლობა სრულად დასრულდება" – განაცხადა მინისტრმა.
ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მიერ ბოლოს მომზადებულ სიუჟეტში მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ სამუშაოები აპრილის თვეში დასრულდებოდა. მინისტრისთვის მიცემული პირობის თანახმად კი ირკვევა, რომ მშენებლობის დასრულების თარიღმა კიდევ ერთი თვით გადაიწია.
სკოლის რეაბილიტაციას ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი" აფინანსებს. სამუშაოები 2016 წლის 20 იანვარს დაიწყო. კომპანიას მშენებლობის დასასრულებლად ვადა გასული წლის 30 სექტემბრამდე ჰქონდა. თუმცა რეაბილიტაციის დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ამის გამო, კომპანიას პირველი დეკემბრიდან ყოველდღიურად 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა ერიცხება.
რეაბილიტაციის დასრულებამდე მოსწავლეებს გაკვეთილები მესამე და მეექვსე სკოლაში უტარდებათ.
პირველი საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე პასუხისმგებელი განათლების სამინისტროა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.