8 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სტუდენტები და მასაწავლებლები ჩაერთვნენ. გამოცდაზე ერთი დარღვევა დაფიქსირდა.
ახალციხის საგამოცდო ცენტრში 8 ივლისს დარღევა დაფიქსირდა. ერთ–ერთი აპლიკანტი ე.წ. „შპარგალკის“ გამო, გამოცდიდან მოხსნეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სტუდენტი ფურცელზე სომხურ ენაზე დაწერილ ლოცვას კითხულობდა. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ახალგაზრდას გაფრთხილება მისცეს და გამოცდაზე აღადგინეს.
8 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სტუდენტებმა, გრანტის მისაღებად, ზოგად უნარებში ჩააბარეს.
სტუდენტების გარდა, ერთიანი ეროვნული გამოცდები, სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსის მისაღებად, მასწავლებლებმა უცხო ენებში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, სპორტში, მუსიკასა და ქართულ ენაში ჩააბარეს.
ტესტირება ორ სესიად გაიმართა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში, ორივე სესიაზე 500 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან 150 არ გამოცხადდა. ცენტრის ადმინისტრატორი განმარტავს, რომ გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
მასწავლებლების გამოცდა 13 ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც აბიტურიენტები ტესტირებას არჩევით საგნებში გაივლიან.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 ივლისს დასრულდება.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.
|