ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგადი უნარებით გრძელდება. ტესტირების პირველ დღეს ახალციხის საგამოცდო ცენტრში, 609 აპლიკანტი დარეგისტირდა, მათგან 29 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგადი უნარებით გრძელდება. გამოცდა, 4 სესიად, 4-5 ივლისს იმართება. ტესტირების პირველ დღეს ახალციხის საგამოცდო ცენტრში 609 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან 29 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის თქმით, გამოცდის პირველმა დღემ ზოგად უნარებში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები აღნიშნავენ, რომ ზოგადი უნარების ტესტები საშუალო სირთულის იყო. ახალგაზრდები საკუთარ მოსაზრებას ახალ ელექტრონულ ვერსიაზეც აფიქსირებენ. პირველი ნაწილის თქმით, სიახლე ზედმეტ დროს ართმევს, ხოლო მეორე ჯგუფი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მეთოდი მარტივია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგად უნარებში 5 ივლისს დასრულდება.საგამოცდო ტესტების მინიმალური ბარიერი 21 ქულაა, ხოლო მაქსიმალური–80. მომდევნო გამოცდა 6–7 ივლისს უცხო ენაში გაიმართება, რომელიც ასევე 4 სესიად ჩატარდება.
|