საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი იხსნება. სასწავლებელი ფუნქციონირებას დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, 2015 წლის 27 დეკემბრიდან დაიწყებს. მაღალრეიტინგული სტუდენტების სწავლის საფასურს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დააფინანსებს, ასევე კორპორაცია სტუდენტებისთვის შეღავათიანი სასწავლო კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს. კოლეჯი მსურველების მიღებას თებერვლის თვიდან დაიწყებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსისტეტის საექთნო კოლეჯი და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ღია კარის დღეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს. ახალციხის რეფერალური საავადმყოფო უნივერსიტეტისა და კორპორაციის წარმომადგენლებს 17 დეკემბერს, 12:00 საათზე უმასპინძლებს.
საექთნო კოლეჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა აშშ-ს ექთნების სალიცენზიო გამოცდის (NCLEX)-ის მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული და როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან ჯგუფებს გამოუშვებს.
კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება ორ ნაკადად განხორციელდება თებერვალსა და სექტემბერში.
კოლეჯის კურსდამთავრებულებს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი”კორპორაციის ქსელში შემავალ კლინიკებში დაასაქმებს. ამასთანავე საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ აშშ-ს საექთნო სალიცენზიო გამოცდა, რომელიც მათ აშშ-ს მწვანე ბარათსა და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას მისცემს.