"მეგის კორონავირუსი გადატანილი არ ჰქონია“ - კლინიკის დირექტორი
10:42 / 14.04.2021
28 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებს არაერთი გარემოება მიაჩნიათ საეჭვოდ. საქმეში დართული კომპიუტერული ტომოგრაფიის შესწავლის შემდეგ, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ მეგი ბარაძეს კორონავირუსი ჰქონდა.
კიდევ ერთი დეტალი, რაზეც მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საუბრობენ, ამპულის გახსნის დრო და მისი დოზაა. მედპერსონალის განმარტებით, აცრა დილის 10 საათზე დაიწყო და არა 11:40 სთ-ზე, როგორც ეს ამპულაზეა მითითებული. ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, მედპერსონალის გამოკითხვაც რომ არ იყოს საქმეში, წარმოუდგენელია 35 წუთში ათი პაციენტის აცრა, რადგან ცნობილია, რომ მეგი ბაქრაძე მაქსიმუმ, 12:15 სთ-ზე აიცრა.
ასევე, ექიმების განმარტებით, 18 მარტს მეგი ბაქრაძე იყო მეათე, ვინც "ასტრაზენეკას" იმ ამპულიდან აიცრა. ეს ადვოკატისთვის საეჭვოა, რადგან ამოღებულ შპრიცში, როგორც ეს "მეცხრე არხის" მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, ამპულაში კიდევ რჩება მინიმუმ, ერთი დოზა ვაქცინა.
„როცა ამბობენ, რომ მეგი აიცრა მეათე, წესით წამალი აღარ უნდა რჩებოდეს. სწორედ ეს ფაქტი და მსგავსი უზუსტობები იწვევს იმ ეჭვს, რის გამოც ვიბრძვით სიმართლის გასარკვევად“, - აცხადებს ვახტანგ ბარამაშვილი.
ადვოკატების განცხადებას კლინიკა „იმედის“ დირექტორი გიორგი ბარძიმაძე გამოეხმაურა.
„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ფლაკონზე ვერაფერს გიპასუხებთ. სხვა შემთხვევაში ვიცი და გამიგია, რომ რამდენი დოზაც არის განსაზღვრული ფლაკონში, შეიძლება დამატებით გარკვეულ რაოდენობას ამპულაში მწარმოებელი ტოვებდეს“, - აცხადებს კლინიკა „იმედის“ დირექტორი.
გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ კლინიკა გამოძიების შედეგებს ელის. ადმინისტრაციამ საქმის მასალები და მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო კამერების ჩანაწერები, გამოძიებას გადასცა.
28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტოც, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.