SSSS
ჯანდაცვა
რა საფრთხეს უქმნის მწოლიარე პაციენტების შინ მოვლის პროგრამას “რუსული კანონი”
სამცხე-ჯავახეთში 150-მდე მარტოხელა მოხუცი და მძიმე პაციენტი შინ მოვლის პროგრამით სარგებლობს, შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის კი დღის ცენტრები ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ რეგიონში 20 წელზე მეტია სიღარიბის დაძლევასა და ბენეფიციარების გაძლიერებაზე ზრუნავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება საფრთხის წინაშე დადგა.

ახალციხეში, დემეტრე მეორე თავდადებულის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ორი მძიმე პაციენტი ცხოვრობს. 95 წლის მარიამ გვარამაძე ორი წელია მწოლიარეა, 69 წლის რომან გვარამაძე კი ინსულტის შემდგომი მდგომარეობის გამო, შვიდი წელია ვერ გადაადგილდება. უკვე ექვსი წელია, კვირაში ორჯერ მათ ოჯახში მედდა მიდის და სამედიცინო მანიპულაციებს უსასყიდლოდ უტარებს, პაციენტებისთვის უფასოა ჰიგიენური საშუალებებიც. რომან გვარამაძე ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ შინ მოვლის პროგრამაში ჩაერთო. 

„ჩემი ქმარი პირველი ჯგუფის ინვალიდია, ბებოს ასაკის გამო სიარული აღარ შეუძლია. მედდები მოდიან, გვეხმარებიან, ყველაფერს ასუფთავებენ, უცვლიან, წამლებს ასმევენ, ფიზკულტურასაც აკეთებინებენ. ეს ყველაფერი უფასოა, მედდებს უფასოდ მოაქვთ წამლები. მანამდე ვცდილობდი, თავად გამეკეთებინა ეს ყველაფერი, შვილებიც მოდიოდნენ, მეხმარებოდნენ. ხან დასვამდნენ, ხან ლოგინში გადაატრიალებდნენ. ახლა ბევრად მარტივია, ძალიან კარგია, რომ ეს ორგანიზაცია არის“, - გვიყვება ბენეფიციარების ოჯახის წევრი ალა გვარამაძე.

მათთან კვირაში ორჯერ მედდა ია ოქრომელიძე დადის, რომელიც „საქართველოს კარიტასის“ გუნდს ოთხი წლის წინ შეუერთდა. ის კვირაში ორ-სამჯერ მაინც მიდის 20 ბენეფიციართან.

"აი, ამ სახლში ხომ ორი პაციენტია, ფიზიკურადაც ძალიან იღლებიან ოჯახის წევრები. დღეში რამდენჯერ სჭირდება მწოლიარეს მოვლა. თუნდაც, ერთხელ რომ მაინც ვინმე შეგეშველება, საფენს მოგაწვდის, რამხელა შვებაა. კარგი იქნება, რომ ასე გაგრძელდეს კიდევ დიდხანს ჩვენი მომსახურება. სანამ მუშაობას დავიწყებდი, მე არ მეგონა, თუ ასეთი დახმარება დასჭირდებოდა ვინმეს. თურმე, ყოფილან ოჯახები, ვისაც უხარია მათთან სხვა ადამიანის შესვლა, რომელიც დახმარების ხელს გაუწვდის. იმდენი პაციენტი გვყავს და იმდენს უჭირს ოჯახში.. ერთი დღე რომ დავაგვიანო და მეორე დღეს მივიდე, მელოდებიან, მეკითხებიან, რატომ არ მოხვედი? სასიამოვნოა, როცა ვიღაცას ეხმარები“.

შინ მოვლის მედდებიდან ერთ-ერთი პირველი ნინო ნადირაძეა, რომელიც პროგრამის დაწყების დღიდან, მეშვიდე წელია მწოლიარე პაციენტებთან მუშაობს. მისი ბენეფიციარები განსხვავებული მენტალური მდგომარეობით და ჯანმრთელობის პრობლემებით არიან. აქედან გამომდინარე, მათთან ურთიერთობის ფორმებსაც ინდივიდუალურად არჩევს.

„ბევრი პაციენტი გვყავს, გვიწევს ქალაქშიც და სოფლებშიც მისვლა. არიან ოჯახები, დამხარე არ ჰყავთ, რომ ელემენტარულად, ჰიგიენური ნორმები ჩაუტარონ. ძალიან დიდი იმედი და შეღავათია ჩვენი მისვლა, ძალისხმევას არ ვიშურებთ და რაც შეგვიძლია ვეხმარებით მწოლიარე პაციენტებს. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, მათი განწყობიდან გამომდინარე ხელს ვუწყობთ“.

შინ მოვლის პროგრამაში 14 თვის წინ ჩაერთო ზოია ნასრაძის დედა. ზოია გვიყვება, რომ პროგრამის შესახებ შემთხვევით გაიგო და მას შემდეგ დედის მოვლა შედარებით შეუმსუბუქდა. ჭარბწონიან ქალს ცალი თირკმელი, ნაღველი და ელენთა არ აქვს, დაზიანებული აქვს ღვიძლი, სახსრები სტკივა, ვერ დგება და ვერ ჯდება.

„ამ ხალხის აღმოჩენა ჩემთვის უფლის საჩუქარი იყო. ძალიან მიჭირდა დედის მარტო მოვლა, მათი საქმე ძალიან დასაფასებელია, გულთან მისატანი ვინც მათ აფინანსებს. ჩემთვის და დედაჩემისთვის იმხელა შრომას ეწევიან. საფენი, რაც არის ძალიან ძვირი, ჩემთვის დიდი შეღავათია. ის, რომ ერთი შეკვრა საფენები მოაქვთ, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, როცა სამი შვილი გყავს და ავადმყოფი დედა, რომელსაც სხვანაირი მიხედვა უნდა. კვირაში ორჯერ მოდიან, თუ დრო გამოუთავისუფლდათ - სამჯერ. მასაჟი დედაჩემისთვის არის ძალიან საჭირო, მოსწონს და შვებას გრძნობს. მეხმარებიან, რომ წამოვაჯინოთ. არ მჯეროდა, რომ შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და საფენი მოგიტანოს, საკუთარი დედა გაგისუფთაოს, მოგეხმაროს“, - ამბობს ზოია.

შინ მოვლის პროგრამამ სამცხე-ჯავახეთში ფუნქციონირება 2018 წლის მარტიდან, 50 ბენეფიციარით დაიწყო. ექვსი წლის შემდეგ, პაციენტების რიცხვი გასამმაგდა. დღეის მდგომარეობით, ექვსი მედდა ახალციხის, ადიგენის, ასპინძის მუნიციპალიტეტებში 147 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს ემსახურება.

„კატეგორიები გულისხმობს ბარტელის ინდექსის შეფასებას, რომელსაც აქვს პირველი, მეორე და მესამე ხარისხი. ამით ჩვენ ვაფასებთ ბენეფიციარის მდგომარეობას და დგება მათი მოვლის გეგმა. ამის მიხედვით, არიან სრული და ნაწილობრივი მოვლის ბენეფიციარები. 97 მწოლიარე პაციენტი გვყავს. ექვსივე ექთანი გადამზადებულია გერმანული პროგრამის მიხედვით. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ისინი ყოველწლიურად კიდევ მიდიან „კარიტასის“ სათავო ოფისში ჯანმრთელობის პროგრამის მიხედვით გადასამზადებლად“, - ამბობს „საქართველოს კარიტასის“ სამხრეთ საქართველოს პროგრამის ოფიცერი და შინ მოვლის კოორდინატორი. ხათუნა ხითარიშვილის თქმით, პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვი გაცილებით მეტია, თუმცა დონორებზე დამოკიდებული საქველმოქმედო ფონდი პაციენტების დამატებას ამ ეტაპზე, ვერ ახერხებს.

„თანხებთან დაკავშირებით შეზღუდულები ვართ. რესურსის არქონის გამო ვერ ვამატებთ ბენეფიციარებს. იცით რამდენი მსურველია? აქ მიდევს სოციალურად დაუცველების საბუთები, მაგრამ ვერ ამიყვანია. არ გვაქვს საშუალება. საქართველოდან დიდია მიგრაცია და ასაკოვანი ხალხი ძირითადად, მარტო რჩება, აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დიდი იმედი მაქვს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პარტნიორიც გავხდებით მომავალში და თუ მერიაც გაგვიწევს ფინანსურ მხარდაჭერას, ბენეფიციარებს დავამატებთ“.

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ 1994 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ ორგანიზაცია ეხმარება მარტოხელა მოხუცებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, უსახლკარო ადამიანებს, შშმ პირებს და მწოლიარე პაციენტებს მათზე ყოველდღიური ზრუნვითა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით.

საქველმოქმედო ფონდმა სამცხე-ჯავახეთში მუშაობა 20 წელზე მეტია დაიწყო. ორგანიზაცია რეგიონში ცდილობს, ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების განათლებას და მათთვის დღის ცენტრები ფუნქციონირებს, ასევე უზრუნველყოფს მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას, რაც შინ მოვლის პროგრამაში ერთიანდება.

„გვყავს მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც ბროშურებს არიგებენ-ხოლმე, რა სერვისებს სთავაზობს საქართველოს კარიტასი მოსახლეობას. ხშირ შემთხვევაში ერთმანეთში კონტაქტით ვრცელდება ჩვენზე ინფორმაცია. ასევე დიდ როლს ასრულებს კათოლიკური ეკლესია, რადგან საქართველოს კარიტასი კათოლიკური ეკლესიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. მაგრამ აქ არ არის ხაზგასმული, რომ კათოლიკე უნდა იყო, რომ ისარგებლო ჩვენი სერვისით, ნებისმიერ ადამიანს ვემსახურებით. ჩვენი არსებობა იმდენად სპეციფიკურია, რომ ჩვენ ვაძლევთ ბენეფიციარს და ოჯახს იმ საშუალებებს და რესურსს, რის ხელმისაწვდომობაც არ აქვს“, - გვიყვება ხათუნა ხითარიშვილი, საქართველოს კარიტასის სამხრეთ საქართველოს პროგრამის ოფიცერი და შინ მოვლის კოორდინატორი.

პროექტები, რომლებიც შეჭირვებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დასავლური ორგანიზაციებიდან ფინანსდება. ამის გამო, ფონდს ე.წ. „რუსული კანონი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს. „კარიტასმა“, ისევე როგორც საქართველოში რეგისტრირებულმა ათასობით საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რეგისტრაციაზე უარი თქვა. აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მათი პროგრამების განხორციელება რისკის ქვეშ დგას.

„ჩვენი ყველაზე დიდი დონორები ევროპიდან და აშშ-დან არიან. მაგალითად, ამ წელიწადში იყო გერმანული ორგანიზაციები. ეს კანონი ჩვენთვის ცუდია, რადგან თუ დონორებისთვის პრობლემა იქნება ჩვენი პროგრამების დაფინანსება, ე.ი. „კარიტასის“ პროექტების განხორციელება ძალიან რთული იქნება. ჩვენი შემოსავლების 68% მოდის საზღვარგარეთიდან და ეს არის პირდაპირი დახმარება საქართველოში გაჭირვებული მოსახლეობის. 20% გვაქვს სახელმწიფო პროგრამებიდან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან. საქართველოში არ არის შესაძლებლობა, რომ ფონდებმა ადგილობრივად მოიძიონ თანხები“, - ამბობს „საქართველოს კარიტასის“ აღმასრულებელი დირექტორი ანაჰით მხოიანი.

შინ მოვლის მედდები ნინო და ია ჯერ კიდევ ახერხებენ კვირაში ხუთი დღე, დღეში რამდენიმე ბენეფიციართან ვიზიტს. იმ შემთხვევაში, თუ საქველმოქმედო ფონდს დონორების მხარდაჭერა აღარ ექნება, სრულყოფილად მუშაობას ვერ გააგრძელებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარიამი, რომანი და კიდევ 145 პაციენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დარჩებიან.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -3 °C
img
ახალქალაქი -8 °C
img
ასპინძა -1 °C
img
ადიგენი 5 °C
img
ბორჯომი -1 °C
img
თბილისი 4 °C
img
აბასთუმანი -5 °C
img
ბაკურიანი -6 °C
img
ნინოწმინდა -8 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1387
EUR
EUR
1
2.9276
RUB
RUB
100
2.7745
TRY
TRY
1
0.0799
USD
USD
1
2.8412
კალენდარი
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit omegle live+18 film izleMarsbahis girişvozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarymatadorbetbetbababetbabaayvalık zeytinyağıpijama takımıpijamaikimisli girişdeneme bonusu veren sitelerlink vao w88 moi nhatEkrem Abideneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantdeneme bonusu veren sitelermariobet girişsabahlıkkimonodeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitteristanbul escortpaykwikvirabet girişdeneme bonusu veren sitelerasyabahis girişbelugabahis girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスbycasino güncel girişオンラインカジノbelugabahis girişrulet siteleri1xbet Yeni Girişcasinolevantcasinolevantbypuff.comnew bitcoin casinosbitcoin sports bettingnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinosnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonusxslotbankobetjackbetzbahisbetpubliconwincratosroyalbet girişcasinolevantlayarkaca21bankobetxeno executorblox fruits scriptacehgroundsnaptikacehgroundbagonAlev casinoRoku bet güncel girişakcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetdeneme bonusu veren sitelercasibom738casibom738casibom738casibom738casibom738bets10casinolevantfixbetsekabet giriştempobetbetpuanbetebet giriştubidysnaptiktubidyacehgroundyoutube downloadermp3 juicebycasinoligobetdeniz taşımacılığıCasibom GirişCasibom Girişjokerbetcasinomegasultanbetbetivo girişxslotAnkara Escortjackbetcasinolevantekrem abibetofficecasibom girişcasibompin uppinupmarsbahis7slotsmarsbahiscasibom1xbetslot siteleriBetkanyonvaycasinoistanbul escortdeneme bonusuoleybet girişotobetcasibominagaming1winselçuksportscasinolevantMadridbetMadridbetcasino sitelerijackbetjustin tvcasibom yeni adrescasibom güncel adrescasibom yeni girişcasibom güncel girişcasibom girişcasibomSekabet güncel girişcasibom girişligobetcasibom girişGrandpashabetDeneme Bonusu 2025Grandpashabetaresbetdeodacasibom girişMadridbetceltabetvozolmatbetsahabetimajbetdeneme bonusu veren sitelerpin uppinupcasibom girişdeneme bonusumobil ödeme nakite çevirmeotobetekrem abi sitelercenabetsvensk casinobetpuanjojobetonwinbetpuanotobetbetscosmosnya casinon sverigebasaribetmavibetdizipalxslotvbetdeneme bonusu veren sitelerHiltonbet Giriş marsbahisGüvenilir Medyumlarcasibom girişjustintvAntalya escortKonak escortAlsancak escortCasinopopetorobetfixbetfixbetpusulabetpusulabetbetebetmarsbahisotobetmarsbahismarsbahisdinamobetcasibomerotik film izlemeritking girişpinco girişPhilip Capitalcasibomantep escortcasibomcasinoplusdeneme bonusu veren sitelerbetturkeyxslotzbahisimajbetimajbetimajbetimajbetstarzbetimajbetimajbetpusulabetaresbetpusulabet telegrammersobahispiabellacasinobetturkeyvaycasinomadridbetbetturkeytipobet1winkralbetsonbahissüperbahisnakitbahisbetkanyonotobetbahsegeldinamobetdumanbetbets10jogo do tigrinhobetnanotaraftarium24sahabet girişjustin tvinat tvcanlı maç izlenetsportrendbetcasibomcasinofasttaraftariumonwinultrabetsekabetmarsbahiscasibombetkombetkom girişbetkom güncel girişkulisbetHaberonwinsahabetcasibom güncelcasino sitelerisnaptwittercasibomcasibombetboohiltonbetbetmoonvbetbetcupcoinbarelexbetngsbahiskalebetodeonbettempobetasyabahisimajbetsafirbetbetsatbetgalabetpusulabetimajbetmatbetjojobetholiganbetmarsbahismarsbahisjackbetsavoybettingbahigoprensbetperabetmaltcasinoklasbahismariobettarafbetbiabetdeneme bonusu veren siteler forumcasibom erişimbeste casino på nettSweet Bonanza Slot Demomatbetmarsbahistaraftarium24justin tvselçuksportsbetcioParibahisotobetotobet girişbetnanoselçuksportspusulabetmatbet1xbetmavibetmavibet girişbetmatikpulibetpalacebet1xbetpusulabetbetturkeylivebahisstories anonimograndpashabet2218grandpashabet2219meritking1616elizabet girişmeritking girişbetparkcasibom738 com trtarafbet twittertarafbet giriştarafbetlivebahislivebahislivebahislivebahismavibetcasibom güncel girişbetmoontimebetbankobetroyalbetligobetzbahisxslotbetsobetcasino sitelericasino sitelerideneme bonusu veren canlı bahis sitelericasino sitelerigrandpashabetcasibomhazbetbetturkeyholiganbetextrabetsweet bonanza oynacasibom girişzbahismeritking1615 comgrandpashabet2218casibom731meritking1616 comcasibom738marsbahis güncel girişmatadorbet twittermatadorbet girişmatadorbetmatadorbet xcasinomhubpadişahbetjojobetbetwoonparibahisvevobahissuperbetnbetnanobetsmovegoldenbahislunabetistanbul escort, esenyurt escort, pendik escortcasibom girişcasibom resmicasibomcasibomcasibom giriş güncelasyabahisNakitbahisbetturkey girişbetturkey güncel girişbetturkey twitterbetturkeySekabetkağıthane escortemergency electrician sydneycasibomcasibom girişcasibom güncelcasibom adresicasibom girişiimajbetmatbetsekabetsahabetonwinmarsbahisholiganbetmatadorbetjojobetbetciokingroyalartemisbetGoogle Maps Scaperbetkom twitterbetkombetkom girişcasibomBetboo Girişrulobetpaslanmaz çelikcasibomcasibommeritbetjojobetdumanbetotobetsetrabetbet365betriyalpadişahbet78910betnanomarsbahismarsbahis giriş. Casibom 724, casibom724 » Türkiye'nin Casibom'u En Çok Kazandıran Casino Sitesi Casibom724.com giriş - 2025. Casibom 745, casibom745 » Türkiye'nin Casibom'u En Çok Kazandıran Casino Sitesi Casibom745.com giriş - 2025. imajbetmatbetonwinsekabetextrabet girişsahabetmatadorbetgrandpashabetcasinometropoljojobetmarsbahiscasibomholiganbethalkalı escorttümbetgrandpashabetbetkanyonvaycasinootobetkralbetGrandpashabet2218pusulabetrelaxing sounds, wind sound, snowfall, seasonkombi tamircisiEkrem Abi Sitelercasibom