რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა - თეა წულუკიანი აბასთუმნის შესახებ გადაღებულ ფილმზე
17:25 / 16.12.2023
მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი „ჯადოსნური მთა” კინოფესტივალ „ოქროს გარგარის” ერთ-ერთი გამარჯვებულია. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმს ფესტივალის ჯილდო – „ვერცხლის გარგარი” ჯერ კიდევ ზაფხულში გადაეცა.
,,წელს ტურბულენტური, მაგრამ ძალიან წარმატებული წელი იყო ჩვენი სამინისტროსთვის ამ დარგში [კულტურა]”, – ასე დაიწყო თეა წულუკიანმა საუბარი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და გააგრძელა მარიამ ჭაჭიას ფილმის “ჯადოსნური მთის” მიმოხილვითა და რეჟისორის კრიტიკით. „იმედის“ ეთერში დათმობილი ნახევარსაათიანი ეთერიდან 15 წუთზე მეტი მინისტრმა რეჟისორის კრიტიკასა და აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის „ამაღორძინებელ“ საქმიანობაზე საუბარს მიუძღვნა.
„კინოცენტრი თავს გრძნობს მოტყუებულად. ეს ფილმი დაფინანსებული იქნა 2016 წელს, როგორც დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „აბასთუმანი“, კონკრეტული სცენარის საფუძველზე და ხელშეკრულებაში, რომელიც რეჟისორთან გაფორმდა, ჩაიწერა, რომ სცენარის ცვლილება არის დაუშვებელი“, — თქვა წულუკიანმა.
„შეცდომაა, თითქოს დოკუმენტური ფილმი წინასწარ განსაზღვრული სცენარით უნდა დასრულდეს. თუკი ფილმი რეალურ ფაქტებს ასახავს, როგორ შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული სცენარი? შეცდომაა! როდესაც ქალბატონი მინისტრი ამბობს, რომ დოკუმენტურ სცენარში ცვლილება დაუშვებელია და ეს მსოფლიო პრაქტიკაა, არა! დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს ყოველთვის გაქვს საშუალება, მოვლენებს აუწყო ფეხი”, — უპასუხა მინისტრს მარიამ ჭაჭიამ.
მინისტრ წულუკიანის მოსაზრებით, ფილმი „ჯადოსნური მთა“ იმის დასტურია, რომ რეფორმებამდე კინოცენტრი „ჩაწყობებითა და თვალის ჩაპაჭუნებებით“ მუშაობდა. „ჯადოსნური მთის“ პროექტი, სამუშაო სახელწოდებით „აბასთუმანი“, 2016 წელს დააფინანსა კინოცენტრმა და მისი პირველადი, დაუსრულებელი ვერსია 2017 წელს ჩაბარდა.
„იქ არ იყო საუბარი არც ბიძინა ივანიშვილზე, არც ე.წ. ოლიგარქზე. 2018 წელს აცხადებს ბიძინა ივანიშვილი, რომ აბასთუმნის რეაბილიტაციაში დაეხმარება სახელმწიფოს და სახელმწიფო და „ქართუ“ ერთვებიან აბასთუმნის აღორძინებაში. ქალი რეჟისორის გადაღებული ფილმია [„ჯადოსნური მთა“], რომელიც ალბათ ფიქრობს, რომ ახლა დადგა მომენტი, გზადაგზა შეცვალოს [სცენარი] და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით დაიმკვიდროს ადგილი. აბასთუმანი ხდება „ჯადოსნური მთა“ და რეალურად, ალბათ, მის ავტორს აქვს სურვილი, რომ რაღაცა ტიპის თანამედროვე ცაუბერბერგი შექმნას, მაგრამ ცაუბერბეგის ნაცვლად ვიღებთ ერთ მშვენიერ აფიორას“, — სიცილით თქვა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, აფერა იმაში მდგომარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღორძინებს აბასთუმანს, „ქალი რეჟისორი“ კი ამბობს ტყუილს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია და გაანადგურა ტუბერკულოზთან ბრძოლის მთელი სამედიცინო ინფრასტრუქტურა აბასთუმანში. წულუკიანის შეფასებით, ეს არის ტყუილი, რომელმაც ქალი რეჟისორი, თავის პროდუქტიანად, გაყიდვადი უნდა გახადოს.
„კინოცენტრი თავს გრძნობს მოტყუებულად. ეს ფილმი დაფინანსებული იქნა 2016 წელს, როგორც დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „აბასთუმანი“, კონკრეტული სცენარის საფუძველზე და ხელშეკრულებაში, რომელიც რეჟისორთან გაფორმდა, ჩაიწერა, რომ სცენარის ცვლილება არის დაუშვებელი. ეს არ არის ცენზურა, ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვსაუბრობთ სახელშეკრულებო ურთიერთობების დაცვაზე და ვიღებთ ძალიან საცოდავ შედეგს, როდესაც ქალი რეჟისორი ცდილობს საკუთარი თავი გაყიდოს იაფფასიანი მეთოდებით. ამით არც კინოცენტრს დააკლდება არაფერი, თუ ამაზე თვალს დახუჭავს და გადავა ჯანსაღ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე და გააუმჯობესებს ბერკეტებზე და მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს არაფერი დააკლდება, მაგრამ ქართული კინო ზიანდება“, — თქვა წულუკიანმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.