თოვლი და ყინვა - სამცხე-ჯავახეთში ამინდი უარესდება
16 და 17 იანვარს, საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +6, +11°; მთაში დღისით +1, +6°; მაღალმთაში დღისით -4, +1°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +7, +12°; მთაში დღისით +5, +10°; მაღალმთაში დღისით +1, +6°.
ახალციხეში ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +3 და +2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3 და მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ.
დღისით +5 და +3 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ღამით კი 0 და -1 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღისით წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.
უნალექო დღე იქნება ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +3 და +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 და -2 გრადუსი იქნება.
თოვს ადიგენშიც. დღისით ჰაერი +3 და 0 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +1 და -2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდი იქნება დღის განმავლობაში, ახალქალაქში დღისით -1 და -3 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -3 და -5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით -2 და -4 გრადუსს, ხოლო ღამით -4 და -7 გრადუსს ვარაუდობენ.
თოვლი და და ყინვაა რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +2 და -1 გრადუსია, ხოლო ღამით -5 და -6 გრადუსი იქნება. ხოლო ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით -2 და -5 გრადუსია, ხოლო ღამით -6 და -8 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი და უნალექო ამინდია დედაქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +11 და +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 და +3 გრადუსი იქნება.