დედაქალაქში დღეს 7 აქცია გაიმართება
დღეს, 15 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
14:00 - რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოსთვის - კულტურის სამინისტრო;
16:00 - ქართველი ფანების მსვლელობა ფილარმონიიდან;
16:00 - ხელოვანების მარში - მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე;
17:00 - დამკვირვებლების მარში - ფილარმონიიდან პარლამენტამდე;
18:00 - მარში - ESM-ელები ევროპისკენ! ვაჟა-ფშაველას 40-დან პარლამენტამდე;
18:00 - „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების საპროტესტო მარში რესპუბლიკის მოედნიდან;
19:30 - ვეტერინარებისა და ცხოველთამოყვარულების მარში რესპუბლიკის მოედნიდან.
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.
აქციების მოთხოვნაა ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.