SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/04/xw_1007437-800x500_c.jpg?w=410" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
ახალციხის გამგეობასა და საკრებულოში, სააღდგომოდ 81 650 ლარის პრემია გაიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, სააღდგომო პრემია გაიცა. ხელფასის ერთმაგი ოდენობა საკრებულოსა და გამგეობის 94 თანამშრომელმა მიიღო. თანხამ 81 650 ლარი შეადგინა. ადმინისტრაციულ სამსახურში ამბობენ, რომ აპრილის თვის პრემია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე გაიცა. სააღდგომო პრემია არ ერგოთ ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს.
22:28 / 03.05.2016
1 მაისი – აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მართლმადიდებლური სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. განკაცებული უფალი ჯვარცვის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. უფლის აღდგომას მრევლი ტაძრებში ღამისთევით შეხვდა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ღამის 11:00 საათზე დაიწყო. ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ნიკოლოზმა მრევლს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაუკითხა. ეპისტოლეში ყურადღება გამახვლებულია ცოდვების მონანიებაზე, უსახლკარო ბავშვებზე, თვითმკვლელობის ფაქტებზე და სხვა. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ  უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება, ვნების კვირა.ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
19:09 / 01.05.2016
მართლმადიდებლები უფლის აღდგომას ზეიმობენ
მართლმადიდებლები უფლის აღდგომას ზეიმობენ
მართლმადიდებლური სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. განკაცებული უფალი ჯვარცვის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. უფლის აღდგომას მრევლი ტაძრებში ღამისთევით შეხვდა. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ  უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება, ვნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა. ამ დღეს უფალი მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო მოკვდავთათვის სამოთხის კარი. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე, ჯვართან ერთად, კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ. თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს აღნიშნავდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, აუცილებლად მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს შუალედი ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. შესაბამისად, აღდგომა მოძრავი დღესასწაულების კატეგორიას განეკუთვნება. თიკო კურტანიძე
09:38 / 01.05.2016
მეუფე თეოდორე: „მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა იმისთვის, რომ ეტვირთა ყველა ადამიანის ცოდვა“
დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ადამიანთა გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც იკითხება სახარება ქრისტეს ვნების შესახებ. დიდი პარასკევის სერობა შუადღისას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – „საფლავი“, სადაც მღვდელმსახურები საკურთხევლიდან გამოსვენებულ გარდამოხსნას აბრძანებენ.
17:05 / 29.04.2016
მეუფე თეოდორე: "მაცხოვარმა მოგვიწოდა, ვემსახუროთ ადამიანებს ისე, როგორც ის გვემსახურება ჩვენ"
მართლმადიდებლური სამყარო ვნების კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა შეასრულა. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.
19:55 / 28.04.2016
საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებაზე
საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებაზე
საქართველოს საპატრიარქო ბორჯომ–ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მცირე განცხადებას ავრცელებს. “პირადი თხოვნის საფუძველზე ბორჯობისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) “– წერია 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მეუფე სერაფიმეს ბორჯომ–ბაკურაინიას ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლების შესახებ, საზოგადოებითვის ცნობილი 24 აპრილს ბზობის დღესასწაულზე გახდა, როდესაც ბორჯომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ჩაატარა. მეუფე სერაფიმე ბორჯომ–ბაკურაინიას ეპარქიას 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თიკო კურტანიძე
01:43 / 26.04.2016
მეუფე სერაფიმემ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია დატოვა
21 წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ მეუფე სერაფიმემ ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქია დატოვა. საქართველოს საპატრიარქომ ეპარქია დროებით ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორეს ჩააბარა. წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”  
23:11 / 24.04.2016
24 აპრილს მართლმადიდებლებმა ბზობის დღესასწაული იზეიმეს
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 24 აპრილს უფლის იერუსალიმში შებრძანების დღე აღნიშნა. მორწმუნეები ბზობას დიდმარხვის მეექვსე კვირას ზეიმობენ. იგი 12 დიდ დღესასწაულთა შორის, პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის  აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა, ეკლესიებში ბზა იკურთხება, რომელსაც მრევლი ბარაქისა და სინათლის სიმბოლოდ ოჯახში  ბზობის მომავალ დღესასწაულამდე ინახავს.
21:12 / 24.04.2016
მეუფე თეოდორე ორ ეპარქიას უხელმძღვანელებს
მეუფე თეოდორე ორ ეპარქიას უხელმძღვანელებს
მეუფე თეოდორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი ორ ეპარქიას უხელმძღვანელებს. მეუფე თეოდორეს საქართველოს საპატრიარქომ ბორჯომ–პაკურიანის ეპარქია დროებით ჩააბარა.  აღნიშნულის მიზეზი მეუფე სერაფიმეს მიერ ეპარქიის დატოვებაა.   ცვლილება საზოგადოებისთვის ცნობილი დღეს 24 აპრილს ბზობის დღესასწაულზე გახდა. ბორჯომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ჩაატარა. მეუფე თეოდორემ წირვის დასასრულს მეუფე სერაფიმეს წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. “ძალიან რთულია რაიმე გითხრათ და ძალიან რთულია რაიმეთი განუგეშოთ. მაგრამ მინდა, ერთი რამე გთხრათ, რომ ღვთის ნება არის ყველაფერი. ღვთის ნების გარეშე ამ ქვეყნად არაფერი ხდება. თუკი მეუფე სერაფიმემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება– მან სთხოვა უწმინდესს, რომ ეპარქიიდან ყოფილიყო გათავისუფლებული, ეს რა თქმა უნდა ღვთის ნების გარეშე არ მომხდარა. ღმერთმა დაუშვა ეს. ვისი ბრალი იყო, ან რისი ბრალი იყო, რა ხდებოდა – ეს ჩვენ არ ვიცით. ეს ღმერთმა იცის. ფაქტი ის არის, რომ თითოეული ჩვენთაგანის ბრალია ეს. პირადად, ჩემი ბრალი შემიძლია ვთქვა, სამღვდელოების ბრალი, სინოდის ბრალი და თითოეული თქვენთაგანის ბრალი. ალბათ ვერ მივაქციეთ ის ყურადღება, ვერ გამოვიჩინეთ ის გულისხმიერება, იმ დროს როცა ეს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ცხოვრება მთავრდება. ამით ცხვრება არ მთავრდება, რადგან ღვთის განგება არის ძალიან ღრმა და ძალიან რთული. მთავარია, ჩვენ არ უნდა გავიშვიროთ ვინმესკენ ხელი და ვთქვათ, რომ ვიღაც იყო ამაში დამნაშავე. ან თვითონ მეუფე სერაფიმესკენ არ უნდა გავიშვიროთ თითი, რომ ის იყო დამნაშავე. ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი. ნუ დაიწყებთ იმის გამოძიებას, თუ რატომ მოხდაეს. ღვთის განგებულებაში ჩვენ ვერ ჩავწვდებით დღეს, მაგრამ ხვალ, ზეგ, მაზეგ, ის თავისთავად გაცხადდება. მეუფე სერაფიმემ უამრავი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ეს ეპარქია აღორძინდეს და ღმერთი დაუფასებს მას ამ ღვაწლს. უნდა გადავიტანოთ ეს განსაცდელი” – მიმართა მრევლს მეუფე თეოდორემ. მეუფე სერაფიმე მეუფე სერაფიმე ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიას 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. პატრიარქის ქორეპისკოპისის ინფორმაციით, მეუფე სერაფიმემ წასვლის თაობაზე, საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით თავად მიმართა.     თიკო კურტანიძე
20:45 / 24.04.2016
მართლმადიდებლები ლაზარეს შაბათს აღნიშნავენ
მართლმადიდებლები ლაზარეს შაბათს აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია 23 აპრილს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მიცვალებული ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. ლაზარეს შაბათს სრულიად საქართველო ასევე, ქართული ენის ზეიმს დღესასწაულობს. იოანე ზოსიმეს “ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ”-ს მიხედვით, “დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!”
15:34 / 23.04.2016
სექტემბერში რომის პაპი საქართველოში ჩამოვა
სექტემბერში რომის პაპი საქართველოში ჩამოვა
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა. რომის პაპმა მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. “აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. გარდა ამისა, წმინდა საყდარი, როგორც რელიგიური სახელმწიფო თავისთავად ორიენტირებულია მშვიდობაზე და განსაკუთრებულ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესების განვითარებაში”, – განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ. მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. იგი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.
11:08 / 10.04.2016
მეუფე თეოდორე: ,,ხარება არის დღე, როცა უფლის ჩანაფიქრის განხორციელება დაიწყო"
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა შეასრულა. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
20:19 / 07.04.2016
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს
სომხური სამოციქულო ეკლესია უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ახალციხის წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგიის შესრულება 27 მარტს 19 საათზე დაიწყო. ტაძრის წინამძღვარმა მრევლს მაცხოვრის აღდგომა ახარა. წირვის ბოლოს  მღვდელმსახურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი – ცეცხლის კურთხევის რიტუალი ჩაატარეს.  გადმოცემის მიხედვით, ეს ადამიანებისათვის ქრისტეს მიერ მიცემულ სინათლეს გამოხატავს. საკურთხევლიდან გამობრძანებული ცეცხლი მორწმუნეებმა სახლებში წაიღეს. მათ სჯერათ,  რომ  ცეცხლთან ერთად ოჯახებში სინათლე და სიკეთე შეიტანეს.
13:34 / 27.03.2016
აღდგომის სადღესასწაულო წირვა ახალციხის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში
  ახალციხის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში უფლის აღდგომის დღესასწაულს მრევლი ღამისთევით შეეგება.  სადღესასწაულო ღვთისმსახურება 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყო. ტაძრის წიმაძღვარმა  წმინდა კელაპტარი წირვის დაწყებისთანავე ეზოში აანთო, ცეცხლი ტაძარში შეაბრძანა და მორწმუნეებს გაუნაწილა. ორსაათიანი ლუტურგიის შემდეგ ტაძარში შეკრებილებმა  ერთმანეთს  უფლის აღდგომა ახარეს. დღესასწაულს წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა. დღეს კი მორწმუნეები ამ წმინდა დღეს ერთმანეთს ტრადიციულად წითელი კვერცხებით ულოცავენ.
13:00 / 27.03.2016
25 მარტი საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
25 მარტი საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
     დღეს, საქართველოში სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავენ. 1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნეობრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა. რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარება. 1811 წლის 10 ივნისს, ალექსანდრე I-მა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ანტონ II-ს მისწერა: “გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების გამგებლობისგან უწმინდესი სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით!” XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ჯგუფმა, წმიდა ილია მართლის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. 1917 წლის 25 მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ,  საგანგებო კრებაზე მიიღო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი.  იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.
12:07 / 25.03.2016
კათოლიკურმა და სომხურმა ეკლესიებმა ბზობის დღესასწაული აღნიშნეს
20 მარტს, კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული – იერუსალიმში, მაცხოვრის დიდებით შებრძანება იზეიმეს. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტიურგია აღესრულა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში, ტრადიციისამებრ, მრევლს ნაკურთხი ბზა და მოხარშული სიმინდი დაურიგეს. ზობა, ანუ ბაიაობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი საუფლო დღესასწაულია. იგი მოძრავია და აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.
11:49 / 21.03.2016
მართლმადიდებლებისთვის ყველიერის შვიდეული იწყება
მართლმადიდებლებისთვის ყველიერის შვიდეული იწყება
7 მარტიდან მართლმადიდებლებისთვის ყველიერის შვიდეული იწყება, რომელიც დიდმარხვას წინ  უძღვის. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით. ხორცს მორწმუნეები კვირა საღამოს, ვახშმის შემდეგ, აღდგომამდე აღარ იღებენ. ყველიერის კვირაში სამშაბათ საღამოდან წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა იკითხება, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში  ყოველ დილა-საღამოს, შაბათ-კვირის გარდა ითქმის. ყველიერის შვიდეული მიტევების – შენდობის კვირიაკით მთვარდება. ამ დღეს ყველა მორწმუნე ცდილობს, საკუთარი ცოდვების მიტევება ითხოვოს. დიდმარხვა წელს  14 მარტს დაიწყება და 1 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
15:22 / 06.03.2016
„სანამ მაჭუტაძეს, კოხოძესა და ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“ – ტარიელ ნაკაიძე
„სანამ მაჭუტაძეს, კოხოძესა და ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“ – ტარიელ ნაკაიძე
„სანამ გუბერნატორ მაჭუტაძეს, პოლიციის უფროსს კოხოძესა და ადიგენის გამგებელ ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“
15:49 / 05.03.2016
რელიგიური ნიშნით მოსახლეობის დაპირისპირების შემთხვევები ადიგენში
სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმი და ქრისტიანი თემი, 30–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად, პირველად დაუპირისპირდა. სოფელში, სადაც 20 ოჯახი მუსლიმი, 80 კი ქრისტიანია, ამჟამად სიმშვიდეა, თუმცა კონფლიქტის შემდეგ, თანასოფლელებს კეთილმეზობლური ურთიერთობების დარეგულირება თავიდან მოუწევთ. დაპირისპირების პირველივე დღეს, ორივე მხარე ამბობდა, რომ ინციდენტი ხელოვნურად მართული და პროვოცირებული იყო.
14:35 / 03.03.2016
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기jojobetjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikejojobetjojobetjojobet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetbets10casibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022CasibomdizipalmarsbahisgrandpashabetkulisbetkulisbetgrandpashabetjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom giriş1xbet girişdinamobetmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24Jojobet Girişgrandpashabetmatbetbetnanowbahisbets10bets10meritkingvdcasinojojobetmatbet