აქციის დაკავებული მონაწილეები და უცნობი ნივთიერება პარლამენტში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ამ დროისთვის 16 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.
დაკავებულებს შორის არიან, „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.
პარლამენტის შესასვლელებთან ან დრომდე იმყოფებიან აქციის მონაწილეები.
ვიდრე აქციის მონაწილეები პარლამენტის გარეთ მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების მიზნიდან გამომდიანრე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში უცნობი ნივთიერება დაახსეს.
"ორი ოპოზიციის დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, რაღაც ნივთიერება შემოიტანა და დაასხა. ხვდებით მიზანი რა არის, აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ამას" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შესვენება გამოაცხადა