ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სოფელ ჭობისხევში გამოვლენილი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან უკანონოდ მოპოვებული 6 ერთეული ნაძვის სახეობის მორი და 8 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი ამოიღეს.
"ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.