საზოგადოება
მოსახლეობის ნახევარმა უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურება და წამლის ყიდვა გადადო — NDI
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხად ჯანდაცვა რჩება. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და მისაწვდომობით კმაყოფილია, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალი ფასი მათთვის შემაშფოთებელია.
გასულ წელს, მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურებისა (54%) და წამლის ყიდვის (50%) გადადება მოუწია.
აღნიშნული კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ა.
გააზიარეთ :