საზოგადოება
ახალციხელობის დღესასწაულზე 2023 წლის "საპატიო ახალციხელები" დასახელდნენ
ახალციხელობის დღესასწაულზე ტრადიციულად "საპატიო ახალციხელები" დასახელდნენ. 2023 წელს ეს წოდება შვიდ ახალციხლს ერგო:
- ლევან წამალაიძეს - ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის ჯეო ჰოსპიტლის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- სეროფ არუთუნიანს - ტექნიკოსი, აიტი სპეციალისტი;
- გიორგი ბუცხრიკიძეს - ეკონომიკის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მენეჯმენტის მიმართულების პროფესორი.
- გევორქ სარქისიანს- ვეტერანი სპორტსმენი, ფიზიკური აღზრდის პედაგოგი, საქართველოსა ჩემპიონი მძლეოსნობაში;
- ჭიჭიკო გელაშვილს - ბიზნესმენი და მეცენატი;
- ვლადიმერ ზედგინიძეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი 2016-2017 წლებში, სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ომის ვეტერანი;
- ნადეჟდა სოკოლოვას - ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“ მეეზოვე.
საპატიო მოქალაქეთა სია ასე გამოიყურება:
2013წელი - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე
2014 წელი - დეკანოზი სტეფანე ნადირაძე, ომარ ჯაყელი და ვახტანგ კვესელაძე
2015 წელი - ელგუჯა კოპაძე, პოეტი ვასილ კვინცხაძე და მერაბ ბერიძე
2016 წელი - თინათინ ჯაყელი, ლელა ნაროზაული და ნათელა იაძე.
2017 წელი – მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი, სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი და ნიუქასთლების კავშირის პრეზიდენტი დევიდ ფოლკნერი საპატიო ახალციხელის სტატუსს 2017 წლიდან ატარებენ.
2018 წელი – ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე და პედიატრი რუზანა მელიქიანი.
2019 წელი - სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი, ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი, მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ კარაპეტიანი და გაზეთ "ადგილის დედა- ახალციხეს" რედაქტორი იზოლდა წიქარიშვილი დასახელდნენ.
2020 წლის საპატიო ახალციხელები არიან:
ანზორ თამარაშვილი - მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ლოტბარი;
ჰაიკ ბალასანიანი - მესაათე;
ამირან ბლუაშვილი - მეეზოვე;
ოლღა ივანიძე - შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის აღმშენებელი.
2021 წლის საპატიო ახალციხელები:
მეუფე საბა გიგიბერია - ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი;
ტიგრან მელქონიანი - საკრებულოს წევრი;
ზაზა თამარაშვილი - ფოლკლორულ ანსამბლ "მესხეთის" ხელმძღვანელი, ლოტბარი;
ამირან გოგოლაძე - MMA-ს მებრძოლი;
2022 წელს - ეს ტიტული მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, ექიმმა კარდიოლოგმა ზვიად მათოშვილმა და მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა სუსანა აკოფოვამ მიიღეს.
გააზიარეთ :