ახალციხის მერიამ კეთილმოწყობის სამსახურს ახალი ნაგავმზიდები გადასცა.
შპს "კეთილმოწყობამ" მანქანები ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ მიიღო.
იანვარში შეძენილი ორი ნაგავმზიდის ექსპლოატაციაში შესვლა დაგვიანდა. პრობლემა იყო ხან
გადაფორმება, ხან საწვავი. დღემდე ნაგავმზიდები უმოქმედოდ 9 აპრილის ქუჩაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე იდგა.
ორი ნაგავმზიდისა და 100 ერთეული კონტეინერის შეძენა ახალციხის მერიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. ამისთვის მუნიციპალიტეტმა 10–წლიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან აიღო.