სოფელ კლდეში საავტომობილო გზის, მილხიდისა და გზის საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის სავარაუდო თანხა 199 491 ლარია. სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, სოფელ კლდეში სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, ე.წ. "ფერმის უბანში" არსებული მილხიდი კაპიტალურად შეკეთდება.
ასევე, სოფლის ცენტრში (ტრანსფორმატორთან) დაგეგმილია საყრდენი კედლის მოწყობა, ხოლო კლდის ცენტრიდან ზედა უბანის მიმართულებით, 710 მეტრზე დაიგება ბეტონის საფარი.
ტენდერი გამგეობამ 17 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2 აგვისტოს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა კვირის განმავლობაში უნდა შესრულდეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შ.პ.ს. ,,ჰიდროგეოდეზიურმა ცენტრმა" შეადგინა.