ბორჯომში პოლიციელებმა დაკარგული ბავშვი მშობელს დაუბრუნეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის თანამშრომლებმა დაკარგული ბავშვი მშობელს დაუბრუნეს
- ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
ქალაქ ბორჯომში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებმა დახმარებისთვის მიმართეს, მათ სამართალდამცველებს მცირეწლოვანი დაკარგული გოგონა გადასცეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა რამდენიმე წუთში დაადგინა ბავშვის ვინაობა. გაირკვა, რომ იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ბორჯომში ოჯახთან ერთად, დასასვენებლად არის ჩამოსული. პოლიცია მაშინვე დაუკავშირდა მის ოჯახს და დაკარგული გოგონა დედას დაუბრუნა.