SSSS



სოფლის მეურნეობა
ნათხოვარი ინკუბატორით დაწყებული საქმიანობა – ახალგაზრდა ფერმერი ახალციხიდან
ნათხოვარი ინკუბატორით დაწყებული საქმიანობა და საკმარისი თანხის არქონის გამო შეცვლილი ბიზნესგეგმები – სოფელ მსუხის შესასვლელში მდებარე სულიკო ინასარიძის ფერმაში დღეისათვის საქონლისა და ცხვრის ნაცვლად, ბინა სოფლის ქათმებმა დაიდეს. ფრინველების მოშენება პირველ ცდაზე წარუმატებლად დასრულდა – ბაზარში ნაყიდი 2 000 კვერცხიდან ნახევარზე მეტი არ გამოიჩეკა. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა ფერმერი არ დანებდა და საქმიანობა მაინც გააგრძელა. დღეისათვის ფერმაში 500 ქათამს უვლის. არ აქვს საკუთარი ინკუბატორი, თუმცა აქვს გეგმები – ფერმაში ქათმის გარდა იხვი, ინდაური და მწყერი მოაშენოს. ამბობს, რომ სპეციალური დანადგარი 5 200 ლარი ჯდება.

ნათხოვარი ინკუბატორით დაწყებული საქმიანობა და საკმარისი თანხის არქონის გამო შეცვლილი ბიზნესგეგმები – სოფელ მსუხის შესასვლელში მდებარე სულიკო ინასარიძის ფერმაში დღეისათვის საქონლისა და ცხვრის ნაცვლად, ბინა სოფლის ქათმებმა დაიდეს. ფრინველების მოშენება პირველ ცდაზე წარუმატებლად დასრულდა – ბაზარში ნაყიდი 2 000 კვერცხიდან ნახევარზე მეტი არ გამოიჩეკა. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა ფერმერი არ დანებდა და საქმიანობა მაინც გააგრძელა. დღეისათვის ფერმაში 500 ქათამს უვლის.

არ აქვს საკუთარი ინკუბატორი, თუმცა აქვს გეგმები – ფერმაში ქათმის გარდა იხვი, ინდაური და მწყერი მოაშენოს. ამბობს, რომ სპეციალური დანადგარი 5 200 ლარი ჯდება. საქმიანობაში ჩადებული ათობით ათასი ლარის გასტუმრება ვალუტის კურსის ცვლილების გამო გაუჭირდა, ახალი შეღავათიანი აგრო კრედიტის გაცემაზე კი ბანკმა უარი უთხრა. ფერმერი ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარი სახსრებით წინ ძალიან ნელა მიიწევს.

ფერმაში ამ დროისათვის ორი ადამიანია დასაქმებული. ისინი ქათმების მოვლა–პატრონობაზე არიან პასუხისმგებელნი.

სულიკო ინასარიძე ახალციხის ბაზარში ძირითადად კვერცხსა და ცოცხალ ქათმებს ჰყიდის. ინკუბატორის შეძენის შემდეგ შეეძლება წიწილები მიმდებარე სოფლებში სეზონურად გაყიდოს. შედეგად ყოველდღიური შემოსავალი გაიზრდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე დღეში მხოლოდ კვერცხის რეალიზებიდან 100 ლარი რჩება, წიწილების შემთხვევაში ყოველდღიური შემოსავალი 400 ლარამდე მიაღწევს.

ახალგაზრდა ფერმერი იმ უპირატესობებზე საუბრობს, რაც მის ფერმაში გაზრდილი ქათმებისთვისაა დამახასიათებელი. ამბობს რომ ფრინველებს მხოლოდ მარცვლეულითა და კარტოფილით კვებავს.  ქიმიური დანამატების გამოყენებაზე უარს ამბობს. ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კი ბევრად მოთხოვნადია.

ნათხოვარ ინკუბატორში ახლა მწყერი იჩეკება. ათასობით კვერცხიდან გამოჩეკილი ჩოჩორისთვის ახალგაზრდა ფერმერი გალიებს ამზადებს. დანადგარში მწყრის კვერცხებს ქათმის კვერცხით  ჩაანაცვლებს. სანამ პატრონი ინკუბატორს უკან წაიღებს, ფიქრობს რომ რამდენიმე თაობას დააფრთიანებს. მისი თქმით,  დანადგარს დაფინანსებით ან საკუთარი ხარჯებით მაინც შეიძენს, თუმცა სახელმწიფოსგან მცირეოდენი დახმარების შემთხვევაშიც კი  საქმიანობას მეტი მოტივაციით შეუდგება. გარდა იმისა, რომ საკუთარ ბიზნესს განავითარებს, ადგილობრივების დასაქმების პრობლემასაც გადაჭრის. იმედი აქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თავდაპირველ გეგმასაც დაუბრუნდება და ფერმაში საქონელსა და ცხვარს მოაშენებს.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.