SSSS



სოფლის მეურნეობა
მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების წესები
ადგილობრივმა ფერმერმა ახალციხის აგრო–მაღაზიაში კარტოფილისთვის ჰერბიციდი უკვე შეიძინა. მარეხი ჭიღლაძემ კონსულტანტებისგან პრეპარატის გამოყენების თაობაზე შესაბამისი ინსტრუქციაც მიიღო. ამბობს, რომ ჰერბიციდების გამოყენებამ თანამედროვე ფერმერს საქმე გაუმარტივა. მარეხი ჭიღლაძისგან განსხვავებით, სოფელ ჭაჭარაქში მცხოვრები ფერმერები ჰერბიცირების გამოყენებისგან თავს იკავებენ, მათი ნაწილი ამის მიზეზად პრეპარატის სიძვირეს ასახელებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჰერბიციდი  პროდუქტის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ადგილობრივმა ფერმერმა ახალციხის აგრო–მაღაზიაში კარტოფილისთვის ჰერბიციდი უკვე შეიძინა. მარეხი ჭიღლაძემ კონსულტანტებისგან პრეპარატის გამოყენების თაობაზე შესაბამისი ინსტრუქციაც მიიღო. ამბობს, რომ ჰერბიციდების გამოყენებამ თანამედროვე ფერმერს საქმე გაუმარტივა.

მარეხი ჭიღლაძისგან განსხვავებით, სოფელ ჭაჭარაქში მცხოვრები ფერმერები ჰერბიცირების გამოყენებისგან თავს იკავებენ, მათი ნაწილი ამის მიზეზად პრეპარატის სიძვირეს ასახელებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჰერბიციდი  პროდუქტის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

თანამედროვე–სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში შხამ–ქიმიკატების მოხმარება აუცილებელი გახდა, თუმცა მნიშვნელოვანია ნორმირების დაცვა – აღნიშნავს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პრეპარატს შესაბამისი დოზით გამოვიყენებთ,  პროდუქტის უსაფრთხოებაზე გავლენას ვერ მოახდნს.  მკრტიჩ მოვსესიანი სოფლის მაცხოვრებლებს შხამ–ქიმიკატების მოხმარებისას მეტ ყურადღებას ურჩევს.

ახალციხის აგრო–მაღაზიებში მცენარეთა დაცვის საშუალებები გერმანიიდან, შვეიცარიიდან და თურქეთიდან  შემოდის. მისი საჰექტრო ღირებულება განსხვავებულია და 70 –დან – 160 ლარის ფარგლებში მერყეობს. აგრო–მაღაზიების კონსულტანტები ამბობენ, რომ მათი გამოყენებისას კლიენტებს ურჩევენ,  უსაფრთხოების წესები მკაცრად დაიცვან.

ნიადაგში  შხამ–ქიმიკატების შეტანა გვიან შემოდგომიდან, მოსავლის აღების შემდეგ იწყება, რა დროსაც ფერმერები ტოტალურ ჰერბიციდებს იყენებენ, პარალელურად,  აუცილებებლია ნიადაგის გაწმენდა. გაზაფხულზე პრეპარატებით  სათესლე მასალის დამუშავება ხდება.  შემდეგ კი სარეველებისგან დასაცავად ნაკვეთში ჰერბიციდები შეაქვთ. ამის მერე ფერმერმა ეტაპობრივად, ფუნგიცირები და სხვა დამცავი პრეპარატები უნდა გამოიყენონ.   სპეციალისტები ირწმუებიან, რომ დოზირებითა და ლოდინის პერიოდის დაცვით, სოფლის მახოვრებლები შემოდგომით  უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქტს მიიღებენ.

 

 

 


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.