SSSS



სოფლის მეურნეობა
მებოცვრეობა ვალეში – დამწყები ფერმერის სამომავლო გეგმები
ვალეში მცხოვრები თამაზ გოზალიშვილი წელიწადნახევარია მებოცვრეობას მისდევს. საქმიანობა სამი ბოცვრით დაიწყო და ცდილობს სამომავლოდ ბიზნესშიც ჩაერთოს.  დამწყები ფერმერის გეგმები – რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”. თამაზ გოზალიშვილმა წელიწადნახევრის წინ სამი ბოცვერი შეიძინა და ოჯახისთვის მოშენებას შეეცადა, თუმცა ბოცვრები ისე სწრაფად და მარტივად გამრავლდნენ,   გოზალიშვილებმა გადაწყვიტეს საქმიანობა გაეფართოვებინათ. დღეისათვის სპეციალურად მოწყობილ სადგომში 14 სრულწლოვანი „ბარანი“ და 7 ბაჭია ცხოვრობს.

ვალეში მცხოვრები თამაზ გოზალიშვილი წელიწადნახევარია მებოცვრეობას მისდევს. საქმიანობა სამი ბოცვრით დაიწყო და ცდილობს სამომავლოდ ბიზნესშიც ჩაერთოს.  დამწყები ფერმერის გეგმები – რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”.

თამაზ გოზალიშვილმა წელიწადნახევრის წინ სამი ბოცვერი შეიძინა და ოჯახისთვის მოშენებას შეეცადა, თუმცა ბოცვრები ისე სწრაფად და მარტივად გამრავლდნენ,   გოზალიშვილებმა გადაწყვიტეს საქმიანობა გაეფართოვებინათ. დღეისათვის სპეციალურად მოწყობილ სადგომში 14 სრულწლოვანი „ბარანი“ და 7 ბაჭია ცხოვრობს.

ბოცვრის ხორცი დიეტური და სასარგებლოა – ფერმერმა მათი მოშენება თავდაპირველად, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა. სამომავლოდ კი, როცა ცხოველების  რიცხვი 100–მდე გაიზდება, შეიძლება საქმიანობა დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდეს. ფერმერი ამბობს, რომ ერთი კილოგრამი ცოცხალი წონა 12–14 ლარია, სრულწლოვანი ბოცვერი კი 3–დან 5 კილოგრამამდე იწონის.

იმისთვის, რომ მებოცვრეობა განავითარო, აუცილებელია სისუფთავის დაცვა, საკვებთან ერთად ქვამარილი და ვიტამინები – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი სოსო გოზალიშვილი, რომელიც დარგის განვითარებით თავადაც იყო დაკავებული. ყოფილი მებოცვრე დამწყები ფერმერისთვის რჩევებს არ იშურებს.

თამაზ გოზალიშვილის ბოცვრების სადგომი მარტივადაა მოწყობილი. ცხოველები შემოღობილ ტერიტორიაზე პირდაპირ მიწაზე ცხოვრობენ. ფერმერი ამბობს რომ ეს თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება, თუმცა მათი მოვლა ასეთ პირობებში ბევრად მარტივია, რადგან ბუნებრივ პირობებს ადვილად ეგუებიან. ერთადერთი სირთულე მათი გამოკვებაა, რომელიც მუდმივ ხელშეწყობას საჭიროებს.

ფერმერი სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. ფიქრობს, რომ სადგომს იგივე პრინციპით უფრო დიდ ტერიტორიაზე მოაწყობს. ამის შემდეგ კი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასაც შეეცდება, რაც მცირე ბიზნესის წამოწყებაში მნიშვნელოვნელოვან დახმარებას გაუწევს.

 


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.