ფერმერთა მეორე ეროვნული კონგრესისთვის სამცხე–ჯავახეთიდან დელეგატები შეირჩნენ. ისინი კონგრესზე მთავრობის წევრებს შეხვდებიან და აგროსფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.
,,ეროვნული სასურსათო უსაფრთოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერთა მხარდაჭერა” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც დელეგატების შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. 150 წარმომადგენელი საკუთარ ქალაქს რვა რეგიონიდან წარადგენს.
პროექტის ორგანიზატორის რუსუდან თაბუკაშვილის თქმით, ფერმერთა მეორე ეროვნული კონგრესი თბილისში 2 ივნისს გაიმართება.
ღონისძიებას ორგანიზებას ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზცია „ოქსფამი“ ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ პარტნიორობით უწევს.