პირველად საქართველოში სათესლე კატროფილის სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. სამცხე–ჯავახეთში სერტიფიკაცი ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურისა და ასოციაცია“ახალქალაქის კარტოფილის“ მიერ წარმოებულ სამეურნეო კულტურას მიენიჭება.
სათესლე მასალის სერტიფიცირების მეორე ეტაპი განხორციელდა ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა არიზონას ჯიშის კარტოფილი ადგილზე დაათვალიერეს და გამოსაკვლევად ნიმუშები აიღეს.
სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყანას რეკომენდაციებს აძლევს, რომ მარცვლოვანი და სარგავი კულტურების სათესლე მასალის სერტიფიცირება მოხდეს. შესაბამისად სამინისტრო უკვე მეორე წელია საპილოტე პროგრამას ახორციელებს. სწორედ ამ პროგრამაში ჩაერთო წელს ახალციხის სასოფლო–საკუნსულტაციო სამსახურიც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ახალციხიდან ჯავახეთში გადაინაცვლეს. სერტიფიცირების მეორე ეტაპი „ახალქალაქის კარტოფილის“ სათესლე მასალამ გაიარა. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ პროცესში რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ჩაერთო. მახარე მაცუკატოვის თქმით, სათესლე მასალის სერტიფიცირება სერთაშორისო ბაზრზე რეალიზაციას გაამარტივებს , რაც თითოეული ფერმერისთვის მნიშვნელოვანია.
ორივე ორგანიზაციიდან აღებულ ნიმუშებს შესაბამის ლაბორატორიებში დაავადებებზე და ვისუსებზე გამოიკვლევენ. ამ ეტაპის გავლის შემდეგ კი კულტურას სერტიფიკატი მიენიჭება. სათესლე კარტოფილის სერტიფიცირება ამ დროისათვის ნებაყოფლობითია და პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ მეკარტოფილე ფერმერს შეუძლია. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი სათესლე მასალის სერტიფიცირების შესახებ ძალაში შევა, პროცესი სავალდებულო გახდება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე