საფრანგეთის ელჩი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. პასკალ მენიეს ახალციხეში საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.
ელჩი ორგანიზაციისა და ფერმერთა ასოციცია „ერთობა“–ს წარმომადგენლებს შეხვდა. პასკალ მენიე მათი საქმიანობითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. ელჩის თქმით, „ერთობის“ წარმომადგენელს თბილისში შეეხვდა, რომელმაც საკუთარი ინიციატივა გააცნო. იგი სამცხე–ჯავახეთში თანამედროვე ჯიშის პირუტყვის მოშნებისთვის ფერმერებს დაეხმარება.
საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ასოციაცია „FERT”-ისთან ერთად ახალციხეში ქართულ–ფრანგულ პროექტს „კავკასიურ რძე“–ს ახორციელებს. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ელჩის ვიზიტი მნიშვნელოვანია, როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე რეგიონისთვის. ზურა ყულჯანიშვილი, სამომავლოდ სხვა ერთობლივი პროექტების განხრციელების შესაძლებლობასაც ხედავს.
ახალციხის შემდეგ საფრანეთის ელჩმა ასპინძის უნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ხელოვნური განაყოფფიელერების გზით მიღბული ხბოები მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს გაესაუბრა. ვაჟა ძირკვაძეს სადგომში ამ დროისთვის ფრანგული ჯიშის სამი ხბო იზრდება
საფრანგეთის ელჩის მესხეთში ვიზიტი ადგილობრივი წარმოების პროდუქტის დეგუსტაციით დასრულდა.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.