SSSS



სოფლის მეურნეობა
ურავლის საწარმოში დამზადებული სულგუნით, ქვეყნის წამყვანი სუპერმარკეტები მარაგდება
ნატურალური და უვნებელი პროდუქტის წარმოება, ,,წიფორა–სამცხეს“ მთავარი მიზანია. რძის გადამამუშავებელი საწარმო ამ პრინციპის დათმობას არ აპირებს. კომპანია, სოფელ ურაველში, ოთხი წელია მუშაობს. წარმოებული პროდუქციის 90% სულგუნზე მოდის, იმერული და ქარხნული ყველი კი, სავაჭრო ქსელის შეკვეთის მიხედვით მზადდება. რძეს ახალციხისა და ასპინძის სოფლებიდან იბარებენ, რომელიც სტაციონარულ მაცივრებში ინახება. საწარმომდე ტრანსპორტირება სპეციალური მანქანა–მაცივრებით ხდება. ,,წიფორა–სამცხე“ ძირითადად სამი სახეობის სულგუნს – ნედლს, შებოლილსა და ნაწნავებს ამზადებს. ყველის ამოყვანის შემდეგ, შრატისგან ნადუღის წარმოება ხდება. იფუთება და რეალიზაციისთვის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგზავნება. ბაზარი სტაბილურია, თუმცა  ნაწნავებზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება.

ნატურალური და უვნებელი პროდუქტის წარმოება, ,,წიფორა–სამცხეს“ მთავარი მიზანია. რძის გადამამუშავებელი საწარმო ამ პრინციპის დათმობას არ აპირებს. კომპანია, სოფელ ურაველში, ოთხი წელია მუშაობს. წარმოებული პროდუქციის 90% სულგუნზე მოდის, იმერული და ქარხნული ყველი კი, სავაჭრო ქსელის შეკვეთის მიხედვით მზადდება. რძეს ახალციხისა და ასპინძის სოფლებიდან იბარებენ, რომელიც სტაციონარულ მაცივრებში ინახება. საწარმომდე ტრანსპორტირება სპეციალური მანქანა–მაცივრებით ხდება.

,,წიფორა–სამცხე“ ძირითადად სამი სახეობის სულგუნს – ნედლს, შებოლილსა და ნაწნავებს ამზადებს. ყველის ამოყვანის შემდეგ, შრატისგან ნადუღის წარმოება ხდება. იფუთება და რეალიზაციისთვის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგზავნება. ბაზარი სტაბილურია, თუმცა  ნაწნავებზე მოთხოვნა ზაფხულში იზრდება.

დაბალი ცხიმიანობის შემთხვევაში, კარგ სულგუნს ვერ მიიღებენ. ცხიმიანობა კი ზამთარში ბევრად ნაკლებია, შესაბამისად, ნაკლები რაოდენობის ყველი ამოდის. გარდა ამისა, ზამთრის მთავარი პრობლემაა ისიც, რომ ამ სეზონზე რძის რაოდენობა გაცილებით მცირეა. საწარმო დღეში მხოლოდ 1,5 ტონა რძეს ამუშავებს.

საწარმო შემოწმებას სამ თვეში ერთხელ გადის. იმის გამო, რომ კომპანიის პრიორიტეტი ნატურალური პროდუქტის წარმოებაა, აქ რძის ხარისხი და უვნებლობა მკაცრად კონტროლდება.

კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა, რძის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე, საწარმოში 20 ადამიანი მუშაობს, რომლებიც დღეში 3,5–დან 4,5 ტონამდე რძეს ამუშავენებენ. რძის რაოდენობაზეა დამოკიებული მისი ფასიც. ერთი ლიტრის ღირებულება, 60 თეთრიდან, 1,20 თეთრამდე მერყეობს.

ლაბორატორიულად შემოწმებული და უსაფრთხო რძე, პასტელიზაციის პროცესი, ჰიგიენური ნორმების დაცვა – ეს არის უპირატესობები, რაც ქარხნულ ნაწარმს აქვს – ამბობს საწარმოს მენეჯერი.

 

ამირან კაჭკაჭიშვილის თქმით, ქარხნული ყველის უპირატესობების მიუხედავად, მოსახლეობა ოჯახში დამზადებულ ყველსა და რძის ნაწარმს ყიდულობს. საწარმოს მენეჯერის თქმით, ამის მიზეზი, მათი ნაწარმის შედარებით მაღალი ფასია.

 

სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, რძის გადამამუშავებელი საწარმო მომგებიანია – აღნიშნავს ამირან კაჭკაჭიშვილი. ,,წიფორა–სამცხეს“ ნაწარმის რეალიზაცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ხდება. მენეჯერი ამბობს, რომ კომპანიამ ბაზარზე თავისი ნიშა უკვე დაიკავა.

საწარმომ მუშაობა 2012 წლიდან,  700 ლიტრი რძის გადამუშავებით დაიწყო. წარმოება თანდათან გაიზარდა და ახლა უკვე დღეში ოთხ ტონაზე მეტ რძეს ამუშავებენ. ოთხი წლის მანძილზე, საწარმოს ფართი, 60 კვ.მ–დან  380 კვ.მ–მდე გაიზარდა.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.