თბილისში საქართველოს ფერმერთა რიგით მეორე კონგრესი გაიმართა. შეხვედრას ორგანიზება ”ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ” და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“გაუწიეს.
კონგრესს საქართველოს რეგიონების მასშტაბით 150-მდე ფერმერი დელეგატი დაესწრო, რომლებმაც მთავრობის წევრებთან ერთად აგროსფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.
კონგრესს ახალციხელი ფერმერები „მეცხრე არხიდან“ ჩაერთვნენ. მათი კითხვები ძირითადად მეფუტკრეობის, მესაქონლეობის სფეროს და შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამის ამოქმედებას შეეხო.
საქართველოს ფერმერთა კონგრესს წინ უძღოდა რეგიონული შეხვედრები, რომლის დროსაც „ელკანამ“ კონგრესის მონაწილე 150 დელეგატი შეარჩია. რეგიონულ შეხვედრებზე ფერმერებმა წინასწარ მოამზადეს ის თემები და საკითხები, რომელიც კონგრესმა განიხილა.