ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას რეკომენდაციებით დაუბრუნდა
ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე, ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობას აგრძელებს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი წარმომადგენლობით ორგანოში უკვე განიხილეს და რეკომენდაციებთან ერთად, საკრებულოდან მერიაში დააბრუნეს.

ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე, ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობას აგრძელებს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი წარმომადგენლობით ორგანოში უკვე განიხილეს და რეკომენდაციებთან ერთად, საკრებულოდან მერიაში დააბრუნეს.

ცენტრალური სტადიონის კეთილმოწყობა,  სამხატვრო და სამუსიკო სკოლების, კულტურის სახლისა და სპორტსკოლის შენობის რეაბილიტაცია, პარკირების ადგილების მოწყობა, ქალაქის სკვერებისა და საპირფარეშოების მოწესრიგება, ტურისტული ღონისძიებების მოწყობა, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა – ამ და სხვა პრიორიტეტების ბიუჯეტში ასახვა სურთ დეპუტატებსაც.

ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევა, თუმცა რომელ რეკომენდაციას გაითვალისწინებს და ჩაასწორებს აღმასრულებელი ხელისუფლება – ამაზე ახალციხის მერიაში ჯერ ვერ საუბრობენ. ქალაქის პირველი პირი ამბობს, რომ ბიუჯეტის თანხა შემცირებულია და ამ დანაკლისის შესავსებად, ვლადიმერ ზედგინიძე პროექტებისთვის თანხების მოძიებას აპირებს.

შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს ოპოზიციას. შალვა გოგოლაძემ, ბიუჯეტის პროექტში სამი სოციალური საკითხის გათვალისწინება ითხოვა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, მთავარი პრობლემაა ის, რომ ქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით, მილიონ 200 ათასი ლარით შემცირდა. ზურაბ სადათიერაშვილს შენიშვნები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში,  საქონლისა და მომსახურების მუხლში, ხარჯები მნიშვნელოვნად გაზრდილია. ჯიმშერ გოგოლაურს მარტოხელა დედებისა და ახალშობილებისთვის ყოველთვიური დახმარება სურს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლებას პრემიებისა და დანამატების გაცემა დამსახურების მიხედვით ურჩია.

ქალაქის დასუფთავება, კეთილმოწყობა და გამწვანება, მუნიციპალური ტრანსპორტის და შიდა ეზოების მოწესრიგება, საგზაო ნიშნების განთავსება და არასწორი მშენებლობების მონიტორინგი – ეს არის პრიორიტეტების ნაწილი, რომელთა გათვალისწინებაც მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვეს. ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის ჩასასწორებლად, მერიას ვადა 10 დეკემბრამდე აქვს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირების შემდეგ, პროექტი ისევ საკრებულოში, დასამტკიცებლად დაბრუნდება.

ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.