ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, სოფელ სხვილისში სკვერის რეაბილიტაციას გაეცნო. სკვერის ტერიტორია ტერასული ტიპისაა. ისინი ერთმანეთს კიბეებითა და შშმ პირებისათვის გათვალისწინებული პანდუსებით უკავშირდება.
ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თითოეულ ტერასაზე ბეტონის ბორდიურებით, მწვანე საფარისა და სავალი ბილიკების გამიჯვნა მოხდება.მწვანე საფარისათვის გათვალისწინებული სივრცე მიწის ფენით შეივსება და დაითესება კოინდარი. სავალ ბილიკებზე კი ბეტონის ყინვაგამძლე ფილები დაიგება. კიბეები და პანდუსები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება.
რეაბილიტირებულ სკვერში დაიდგმება ნაგვის ურნები და სანათები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიებით ფინანსდება.