აბასთუმანში გაზიფიცირება იწყება – ამის შესახებ განცხადება დღეს, პრემიერ–მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის,
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა – აღნიშნული
გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის
დაწყების წინ ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბუნებრივ აირს 8000-მდე აბონენტი
მიიღებს, მათ შორის დაბა აბასთუმანი.
,,მე–9 არხს“ ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ 2016 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში მხოლოდ აბასთუმნის გაზიფიცირება იგეგმება. დაბაში წელს საპროექტო სამუშაოები დაიწყება.