22 დეკემბერს, ქალაქ თელავში გამართულ ჩემპიონატში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გუნდური 1-ლი ადგილი დაიკავეს.
საქართველოს თასში ქვეყნის ყველა რეგიონი მონაწილეობდა.
11 მონაწილიდან ცხრამ ოქროს, ხოლო თითო–თითომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც გუნდურ შეჯიბრში აისახა და ახალციხის გუნდი გახდა საქართველოს თასის მფლობელი.
მეორე და მესამე ადგილზე თელავისა და დედოფლისწყაროს გუნდები გავიდნენ.
გუნდის მწვრთნელი სპარტაკ თაქთაქიძე ამბობს, რომ
,,ეს გამარჯვება განსაკუთრებით საამაყოა, რადგან ღირსეულ მეტოქეებს შორის ახალციხის გუნდმა გაიმარჯვა და საქართველოს თასის მფლობელი გახდა".
საქართველოს თასისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის მიერ შეჯიბრი ყოველწლიურად იმართება.
GYM OLYMP Akhaltsikhe მაისში საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.