გევორქ შუშანიანის 30-მა მოსწავლემ ვარჯიში შეწყვიტა. მიზეზი დარბაზია, რომელსაც კრივის მწვრთნელი ბოლო რამდენიმე დღეა ცლის. შუშანიანის თქმით, ქალაქში ვერ იპოვა ფართი, სადაც ინვენტარს გადაიტანდა და მოსწავლეებს ავარჯიშებდა.
კრივის მწვრთნელი ახალგაზრდებს #3 სკოლის დარბაზში 26 წელია ავარჯიშებს. ამბობს, რომ მწვრთნელის კარიერა შეწყვიტა და სპორტიდან ბიზნესში მიდის. იგი მოსწავლეებს აგვისტოში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებდა. ახალგაზრდა მოკრივწეერბი ასპარეზობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ვარჯიშს განაახლებენ.
შუშანიანი დარბაზში ინვენტარს ტოვებს. იმედოვნებს, რომ ფართს ისევ სპორტსმენი იქირავებს და მისი მოსწავლეების ვარჯიშისთვის გამოიყენებს. „ბავშვები ელაპარაკნენ სკოლის დირექციას, რომ რინგი და ყველქაფერი დარჩეს. თუ დირექტორი თანახმა არ არის, მასშინ უნდა წავიღო ყველაფერი“, - ამბობს გევორქ შუშანიანი.
როდის გაიტანენ აუქციონზე სპორტდარბაზს - ამაზე ვერ საუბრობს სკოლის დირექტორი. სუსანა აკოფოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვიზიტს ელის. „ხვალ, პირველ მაისს ჩამოვლენ თბილისიდან და ჩავიბარებთ დარბაზს. ინვენტარი არ მინახავს. ხვალ მეცოდინება დეტალები. ჯერ არც ის ვიცი, როდის გავიტანთ აუქციონზე. ვნახოტ რა მოხდება“, - გვითხრა სუსანა აკოფოვამ.
ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა ამბობს, რომ კრივის მწვრთნელმა დარბაზთან ერთად, რამდენიმე ოთახი და სარდაფი ჩაკეტა. ორი წელია ამ სივრცის გამო დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მოკრივე გევორქ შუშანიანმა დარბაზი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიკავა.
სკოლის დირექტორის მტკიცებით, კრივის მწვრთნელს ვადაგასული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირა - 67 ლარი ორი წელია არ გადაუხდია. ის არც კომუნალურ გადასახადებს ანაზღაურებს, რაც დირექციის მტკიცებით, სკოლას თვეში საშუალოდ, 500 ლარი უჯდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.