აღსრულების ბიურომ კრივის მწვრთნელს დარბაზი იძულებით დააცლევინა
15:53 / 01.05.2019
კრივის რინგი, ინვენტარი და სავარჯიშო ტრენაჟორები ახალციხის მესამე სკოლის ეზოშია დასაწყობებული. მწვრთნელი სარდაფს ეძებს, სადაც საკუთარი სახსრებით შეძენილ ნივთებს დაალაგებს. გევორქ შუშანიანს დარბაზი მოსწავლეებმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დღეს, 1-ელ მაისს დააცლევინეს. ტერიტორია, რომლითაც კრივის მწვრთნელი სარგებლობდა, სკოლის ადმინისტრაციას ჩაბარდა.
ტერიტორია მწვრთნელმა გუშინ, 30 აპრილს დაცალა, თუმცა სავარჯიშო ინვენტარი იმ იმედით დატოვა, რომ დარბაზს ისევ მოკრივე იქირავებდა და მოსწავლეების ვარჯიშს გააგრძელებდა.
მიმდინარე პროცესებზე არ საუბრობს სკოლის დირექტორი. სუსანა აკოფოვამ "მეცხრე არხის" გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ არ სცალია და კომენტარს ვერ გააკეთებს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ეს საქმე მათთან 10 თვეზე მეტია შესულია. ამ ხნის განმავლობაში უწყება მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
შეგახსენებთ, რომ სკოლის ადმინისტრაციასა და კრივის მწვრთნელს შორის სამართლებრივი დავა ორი წელია გრძელდება. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მოკრივე გევორქ შუშანიანმა დარბაზი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიკავა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.