ახლციხის ღია პირველობა საერთაშორისო შეჯიბრებას, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. ჩემპიონატზე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან და აზერბაიჯანიდან, 250–მდე მძლეოსანმა მოიყარა თავი.
სპორტსმენები ერთმანეთს მძლეოსნობის ხუთ სახეობაში – უროს, შუბის, ბადროს ტყორცნაში, ბირთვის კვრასა და გარბრენში დაუპირისპირდნენ. მძლეოსნებმა რამდენიმე დისტანციაზე ირბინეს.
ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და გოგონებსა და ბიჭებს შორის ჩატარდა. სულ 75 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.
ახლციხის ღია პირველობა ყოველწლოიურად იმართება.
|