პარტია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე მათგანი, სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენელია.
პროპორციული სიის 33 ნომერი, ადიგენის
მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ჩილინგარაშვილია. 49 ნომრად გევორქ
შუშანიანია დასახელებული, რომელიც რამდენიმე წლის წინ,
სამცხე-ჯავახეთში სამაშველო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
პროპორციულ სიაში მოხვდნენ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატები. 97 ნომრად წარდგენილია N44 (ახალციხე/ადიგენი)
საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი
98 ნომრად კი N45 (ბორჯომი/ასპინძა) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი,
ტარიელ ლონდარიძე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიის საარჩევნო სია 22 ივლისს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გაფართოვებულ სხდომაზე დამტკიცდა.
|