15 ივლისს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო, საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ ,,არავის“ პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძებას სასწავლებლის პროფესორ–მასწაავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ჟურნალის ექვსი ტირაჟი უკვე გამოიცა, რომელსაც მკითხველი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჰყავს.
ჟურნალში ოთხმოცამდე განყოფილებაა, რომელიც პოეზიას, პროზას, ინტერვიუს, მხატვრული ლიტერატურის კრიტიკას, უცხოელი ავტორების ნამუშევრებს აერთიანებს.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.
|