ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველი წარმოება აღდგა. “მზიანეთმა” საქმიანობა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად განაახლა.
სამ წლიანი პაუზის შემდეგ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის ყველის საწარმოში მესხური ტენილი ყველის წარმოება განახლდა. პროდუქტი ძველი ტრადიციული მეთოდით, ახლად მოწველილი საღი რძისგან მზადდება.
საწარმოში, საწყის ეტაპზე, შვიდი ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდა. “მზიანეთის” ხელმძღვანელობა მომავალში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
“მზიანეთის” ერთ–ერთი დამფუძნებელის განმარტებით, ამ ეტაპზე საქმიანობა დაწყებულია, თუმცა, პროდუქტი სარეალიზაციოდ ჯერჯერობით არ გადის. ვასილ ინასარიძის თქმით, ახლო მომავალში “ტენილი” როგორც წონით, ასევე შეფუთვაში გაიყიდება ახალციხესა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.
ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის წარმოება ასოციაცია “მზიანეთმა” კოოპერატივ “ხარებასთან ერთად დაიწყო.
ტენილი ყველის მწარმოებელმა კომპანიამ, ფინანსური პრობლემების გამო, მუშაობა 2013 წლის ბოლოს შეაჩერა.
ჭობარეთში ტენილი ყველის წარმოების გარდა, აგროტურიზმის განვითარებაც ხდებოდა. ვიზიტორებს საშულება ჰქონდათ ტენილი ყველის წარმოებასა და კუთხურ სამზარეულოს ადგილზე გაცნობოდნენ და ,,მესხური ოდა” დაეთვალიერებინათ. ყველის წარმოებასთან ერთად “მზიანეთში” აგროტურებიც შეჩერდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ბრძანებით, 2013 წლის 13 ნოემბერს, ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
თიკო კურტანიძე
|