ლევან წულაძის სპექტაკლი, ახალციხის ციხის ნაცვლად, მესხეთის თეატრში გაიმართება. ადგილის შეცვლის მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა.
5 ივლისს, რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლი „როგორც გენებოთ“, ახალციხის ციხის ამფითეატრის ნაცვლად, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ახალციხის მერიის ინფორმაციით, ადგილის შეცვლის მიზეზი, ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალციხელებს, შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, 19:00 საათზე შესთავაზებს.
მარჯანიშვილის თეატრმა ახალციხემდე ხუთი მუნიციპალიტეტი მოიარა. სპექტაკლი პირველად ზუგდიდში დაიგდა, შემდეგ კი დასს მესტიამ, ჭიათურამ, ქობულეთმა და ხულომ უმასპინძლეს. თეატრის გასტროლები ახალციხეში სრულდება.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით განხორციელდა . ადგილობრივ დონეზე ორგანიზებასა და მხარდაჭერას ქალაქ ახალციხის მერია უწევს.
|