6-8 ივლისს, ახალციხისა და ასპინძის სოფლებს გაზის მიწოდება შეუწყდება. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე დაგეგმილი სამუშაოებია.
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებს ბუნებრივი აირი შუწყდება. კომპანია “ინტერგაზის” წარმომადგენელთა განმარტებით, გაზის დროებითი შეწყვეტის მიზეზი, ცენრტალურ მაგისტრალურ გაზსადენზე ჩასატარებელი სამუშაოებია.
6 ივლისის 13:00 საათიდან – 8 ივლისის 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ნაოხრებსა და წყალთბილას. ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტში დამალას, ხიზაბავრასა და საროს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრალურ გაზსადენზე წნევა ორ ატმოსფერომდე დაეცემა, გაზის მიწოდება ქალაქ ახალციხისა და დაბა ასპინძის აბონენტებსაც შეუწყდებათ.
თიკო კურტანიძე
|