ქალაქ ახალციხის მერია, დინამიური მართვის კამერის შეძენას აპირებს. მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი 20 ივნისს, 6 000 ლარზე გამოაცხადა.
მასში მონაწილეობა მხოლოდ შპს ,,მაი მობაილ +“–მა მიიღო. ამ ეტაპზე, პრეტენდენტის შერჩევა–შეფასება მიმდინარეობს.
ახალციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ე.წ. ,,დრონის“ შეძენა, მერიამ ახალციხის პოპულარიზაციისთვის გაწყვიტა. პრესსამსახურის თქმით, ქალაქსა და ტურისტულ ადგილებზე სარეკლამო რგოლებს თავად გადაიღებენ და გაავრცელებენ.
|