ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე 311 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან, გამოცდაზე 25 მათგანი არ გამოცხადდა.
აბიტურიენტები გამოცდას დღეს, 4 ივლისს ზოგად უნარებში აბარებენ. ზოგადი უნარების გამოცდა, 4 სესიად, 4-5 ივლისს იმართება. მის ჩასაბარებლად აბიტურიენტების სამი საათი და 10 წუთი აქვთ განსაზღვრული.
ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით, პირველ სესიაზე 311 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან, გამოცდაზე 25 მათგანი არ გამოცხადდა.
აბიტურიენტებმა 1-2 ივლისს, ასევე ოთხ სესიად გამართული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს.
მომდევნო გამოცდა 6-7 ივლისს უცხო ენაშია დაგეგმილი.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
|