“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ახალციხის მოსახლეობას სასმელი წყლის დაბინძურების თაობაზე აფრთხილებს.
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ახალციხის მოსახლეობის ნაწილს აფრთხილებს, მიმდინარე წლის 1-2 ივლისს სასმელი წყალი საყოფაცხოვრებო მიზნით არ გამოიყენონ, რადგან დაზიანების გამო, წყალი აიმღვრა და დაბინძურდა.
“შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალი გატყობინებთ, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს დაზიანდა წყალმომარაგების ქსელის ცენტრალური მილი, რომლის საშუალებითაც მარაგდება ქ. ახალციხის წერეთლის, გორგასლის, მესხეთის, ბაღინაშვილის, ორბელიანის, პეტრე–იბერის, სამსონიძის და ზედგინიძის ქუჩები. დაზიანების დროს მოხდა წყლის ამღვრევა, კომპანია ბოდიშს გიხდით გამოწვეული შეფერხებისთვის და გთხოვს მიმდინარე წლის 1-2 ივლისს, ამ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა ნუ გამოიყენებთ სასმელ წყალს საყოფაცხოვრებო მიზნით” – ნათქვამია “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თიკო კურტანიძე
|